Loading...

კომპანიის ისტორია

სამშენებლო & ლოჯისტიკური კომპანია 'AWARD-ი' 2007 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს: წყლის, კანალიზაციის, გაზის შიდა და გარე კომუნიკაციების მშენებლობას , საქართველოში არსებული ჰესების სარეაბილიტაციო და მდინარეების ნაპირსამაგრ სამუშაოებს, ელექტრო და შიდა ვენტილაციის სამუშაოებს,ასევე ლოჯისტიკური მომსახურების სრულ პაკეტს. კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და პროფესიონალი სპეციალისტებით.

ISO სერტიფიკატი

2014 წლის დასაწყისში კომპანიამ მიიღო ISO 9001:2008 სერთიფიკატი (Civil Construction Works for Highand Low Pressure Pipelines) რომელიც მოიცავს ხარისხის მართვის სისტემას აღნიშნულ დარგში.

ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება HSE

კომპანია AWARD მოქმედებს ქვემოთ დასახელებული პრინციპების მიხედვით, რათა აღმოფხვრას და შეამციროს ზიანი, რომელიც შესაძლოა მიადგეს, როგორც თანამშრომლებს, ისე მესამე მხარეს.

შრომის უსაფრთხოება

კომპანია 'AWARD-ი' განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანმრთელობის,უსაფრთხოების,გარემოს დაცვით საკითხებს,პერსონალის უსაფრთხოებასა და ხარისხის კონტროლს. HSE- იღებს ზომებს, რათა თავიდან აცილებული იყოს უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების რისკი, იღებს ვალდებულებას დაიცვას მოქმედი HSE კანონმდებლობა.

გარემოსდაცვა

ჩვენი კომპანია ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც აუცილებლად მოითხოვს გარემოსდაცვითი მართვის გეგმის შემუშავებას, რომელიც მოიცავს : ჰაერის დაბინძურების მინიმუმანდე დაყვანას, სამშენებლო ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გასუფთავებას, მრავალჯერადად გამოყენებული ნარჩენების აღდგენას, ასევე მცენარეული საფარის მოვლა, აღდგენას, გარემოსდაცვითი მართვის ელემენტების შემუშავებას.
სამშენებლო ობიექტზე მუდმივად მყოფი გარემოს დაცვის ოფიცერი მუდმივად ჩაატარებს მოვიტორინგს და უზრუნველყოფს ზემოთ ჩამოთვლილი პროცესების სრულყოფილად განხორციელებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესსაბამისობაში.

ხარისხის მართვა QA/QC

უფრო მეტი მიზეზი, რის გამოც ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ.

ჩვენ ვახორციელებთ QMS, რომელიც აკმაყოფილებს ISO 9001:2008 სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს. კომპანიისთვის ხარისხის კონტროლი არის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. კომპანიის CQA / QC გეგმა განსაზღვრავს სხვადასხვა მართვისა და საინსპექციო კადრების პირდაპირ პასუხისმგებლობას მშენებლობის ხარისხის კონტროლის (CQC) საქმიანობაზე. ისევე, როგორც მშენებლობის ხარისხის უზრუნველყოფის (CQA) საქმიანობებს, თანამდებობის აღწერის ჩათვლით, მოვალეობების და გამოცდილების მოთხოვნები. CQA / QC გეგმა მიმართავს კონკრეტული ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის (QA / QC) ტესტირების მოთხოვნას სამშენებლო სამუშაოებისათვის განკუთვნილ თითოეული კომპონენტისათვის. კომპანია პასუხისმგებელია მზა სამშენებლო მასალის ხარისხზე, ასევე სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობაზე, ნახაზებზე და სპეციფიკაციებზე.

პროექტები და პარტნიორები

'AWARD' ბოლო წლების განმავლობაში თანამშრომლობს მრავალ მსხვილ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კომპანიებთან. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ყველა მიმდინარე და შესრულებული პროექტი არის დამკვეთებისათვის სრულად დამაკმაყოფილებელი. კომპანიის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს ახალ პარტნიორებთან კორპორატიული ურთიერთობის დამყარება. კომპანიის ხედვის ფილოსოფია ეფუძვნება ძირითად პრინციპს, რომ ყოველი პროექტი და პარტნიორი მიუხედავად პროექტის მოცულობისა არის მისთვის დანაბრად მნიშვნელოვანი.

დაგვიკავშირდით

 office@award.ge

მისამართი: მარი ბროსე N6

ოფისი: (+995) 32 2 19 21 20

ადმინისტრაცია: (+995) 32 2 19 23 20

შესყიდვები: (+995) 32 2 19 21 20